LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

27

დუბაი ისტორიაში ყველაზე დიდ გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება 23 თებერვალს დაიწყება და 11 მარტამდე გასტანს და მასში მონაწილეობას ათობით კაფე, რესტორანი თუ სასადილო მიიღებს. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ამ 17 დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ უგემრიელესი დელიკატესები და მაღალი სამზარეულოს შედევრები დააგემოვნონ. რაც ყველაზე საინტერესოა, ფესტივალი უდაბნოს ტერიტორიაზე გაიმართება და არაბული ატმოსფეროს ბოლომდე შეგრძნობის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს კერძების დაგემოვნების გარდა, იოგით დაკავება და სხვადასხვა სპორტულ თამაშში მონაწილეობის მიღებაც შეეძლებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები