LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიაში სულ მალე „ცის ლიფტი“ გაჩნდება

45

ნორვეგიაში სულ მალე „ცის ლიფტი“ გაჩნდება. Skylift ფუნიკულიორი იქნება ახალი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც გვერდს ვერც ერთი ტურისტი ვერ აუვლის. ლიფტი ერთ-ერთი მთის თავზე განთავსდება და 1011 მეტრის სიმაღლეზე ასასვლელად სულ რაღაც 6-7 წუთი დასჭირდება. ყველაზე მაღალ წერტილში ვიზიტორებს პანორამული რესტორანი და ულამაზესი ბაღი დახვდებათ.

ექსტრემალური ატრაქციონი 20 მაისიდან ამუშავდება და მის გახსნას თვით ქვეყნის დედოფალი სონია დაესწრება. პროექტის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ „ცის ლიფტი“ წელს 40 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურება. საინტერესოა, რომ ფუნიკულიორის ღირებულება 30,1 მილიონი ევროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები