რადიო „არ დაიდარდოს“ ლოლა წერეთელი და თეა კვარაცხელია სტუმრობდნენ. ეთერში სიმღერების „არასოდეს“ და „ჩუმად, ჩუმად“ პრემიერა შედგა.
თეა, მოგვიყევით თქვენს სიმღერაზე „არასოდეს“.
თეა: ეს სიმღერა ქეთი ხუციშვილს ეკუთვნის. შარშან, როცა ერთმანეთი გავიცანით და როცა მომისმინა, მითხრა, მინდა, რომ სიმღერა დაგიწერო, რადგან ძალიან მომწონს შენი ხმის ტემბრიო და ეს სიმღერა დამიწერა. როცა სიმღერას მოისმენთ, მიხვდებით, რამხელა სიყვარული დევს მასში. მან, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება, ჩემი სიყვარულის ისტორია გადმოიტანა ამ სიმღერაში. მისი უზომოდ მადლიერი ვარ და მგონია, რომ ხალხიც შეიყვარებს ამ სიმღერას. ეს სიმღერა უანგარო სიყვარულს ეძღვნება.
ლოლა, ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩუმად, ჩუმად“.
ლოლა: სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დაწერა, მისია ტექსტიც და მუსიკაც. არანჟირება დავიდ დავიდოვს ეკუთვნის. ეს ისეთი სიმღერაა, რომ ადამიანი, რომელსაც ცეკვა არ უყვარს, ადგება და იცეკვებს. მინდა, მსმენელმა შეიყვაროს ჩვენი სიმღერები, რადგან ორივე სიმღერა ბედნიერებაზეა.
გადაცემის ჩანაწერი:
თეა კვარაცხელია – არასოდეს