სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2017 წლის იანვარ–თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 1.7%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში მისი წილი საიმპორტო საქონელში 5.4%-ია; მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7.1%-იყო.
გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 57 მილიონი (57 383.8) დოლარი იყო მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა თითქმის, 66 მილიონი (65 906.7) დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – შემცირდა.