LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

22

შვეიცარიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. გამოცემა „Rainews24”-ის ინფორმაციით, ინციდენტი შუა დღეს ლუცერნეს სადგურის სიახლოვეს მოხდა. მატარებელი მილანიდან ბაზელის მიმართულებით მიემართებოდა, როდესაც მემანქანემ მოულოდნელად მართვა დაკარგა და რელსებიდან გადავიდა. შედეგად, ერთი ვაგონი გადაბრუნდა და ელექტროგაყვანილობა დააზიანა. დანგრეულია ასევე სადგურის მეტალის კონსტრუქციაც.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაზარალდა და ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები