LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ერთი სამგზავრო ბარათი იმოქმედებს – ღირებულება 49 ევროა

123
how-to-buy-train-tickets-france

2024 წლისთვის საფრანგეთში გაჩნდება თვიური სამგზავრო ბარათი, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა მატარებლით გადაადგილება ულიმიტო რაოდენობით იქნება შესაძლებელი. ასეთი აბონემენტი მხოლოდ 49 ევრო ეღირება. შედარებისთვის პარიზი-ლიონის მატარებლის ფასი მხოლოდ 50 ევროა.

სამგზავრო გავრცელდება თითქმის ყველა რკინიგზის კომპანიაზე და ხელისუფლება მასში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩართვასაც განიხილავს.

საფრანგეთი გახდება ევროპის მეხუთე ქვეყანა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო სამგზავროს შემოიღებს. აქამდე ასეთი ბილეთები გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა სლოვენიაში მოქმედებდა.

ინიციატივის მთავარი მიზანი გზებზე მანქანების რაოდენობის შემცირება და გლობალური დათბობისთვის ხელის შეშლაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები