„მე დედა ცოცხალი ვარო“, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, ვისი აიპიდან, გარკვეული მაქვს…“ – ამის შესახებ 12 წლის წინ დაკარგული, გურამ დიდიანის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ, ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა.
ადვოკატმა სატელეფონო საუბარში დეტალებზე არ ისაუბრა:
„სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი "ფეისბუკიდან" დაიწერა ეს პოსტი" – რა ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელი 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ
ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია.
„მე დედა ცოცხალი ვარო“, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, ვისი აიპიდან, გარკვეული მაქვს… ხელი მეშლება გამოძიებაში, პირდაპირ გეუბნებით, თან მე ხო ადვოკატი ვარ…“ – ამბობს სატელეფონო საუბარში ადვოკატი.
ჟურნალისტის კითხვაზე: საზოგადოებაში რომ გაჩნდა ის განცდა, რომ შესაძლოა ცოცხალი იყოს, გამოირიცხება? – ადვოკატმა უპასუხა: „ეგ არაფერს არ ადასტურებს…“
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
