LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

100
სოფო ბიბილაშვილი

დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სჯერა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და შვილს იპოვის.

სოფო ბიბილაშვილი გამოძიების დასრულებას ელოდება და აცხადებს, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც 12 წლის განმავლობაში საშინელი სიმწარე განაცდევინა.

ვიდეო: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ… მე რომ ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო, მერე რა უნდა მითხრან?“ – „შენი ამბავი თაიასთან“ გვთავაზობს ინტერვიუს დედასთან, რომელიც შვილს 12 წელია ეძებს

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა, რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა

„მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ. შვილს აუცილებლად ვიპოვი. ცოცხალს თუ არა, მკვდარს მაინც ვიპოვი…12 წლის ტანჯვა დასრულდება ​!

ამ 12 წლის მანძილზე რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“…

ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, არც ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი რომ ვინმეს ცუდი მოვინდომო, ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ჩუმად ვიქნები. 

ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა და გამამწარა“, – აცხადებს სოფო ბიბილაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები