გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ გვთავაზობს ინტერვიუს დედასთან, რომელიც შვილს 12 წელია ეძებს.
შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.
„ერთადერთი შვილი მყავდა… დედა ვარ შვილის გარეშე… არავის ბავშვი არ მძულს, ცხოვრებაში არავის ბავშვი არ მიცემია, არავის შვილი არ დამიწყევლია, მე კიდევ საკუთარი დავკარგე…
ახლა მითხარით, ჩემს ცხოვრებას თუ აქვს აზრი… ტაძარში შევდივარ და ცუდად ვხდები. გონებაში მარტო ის აზრი მიტრიალებს „ტაძრის კარებიდან ჩემი შვილი როგორ დაიკარგა“…
ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ.
მე რომ ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო, მერე რა უნდა მითხრან?“, – აცხადებს დაკარგული ბავშვს დედა სოფო ბიბილაშვილი.
