„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ძალიან დიდი მადლობა, მე არ ვიცი თუ ოდესმე გადავიხდი თქვენს გვერდში დგომას“, – ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა.
დედა, რომელიც 12 წელია შვილს ეძებს ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილია გაიგოს რა მოუვიდა მის შვილს.
სოფო ბიბილაშვილი საზოგადოების იმ ნაწილზეც საუბრობს, ვინც მას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:
„მოგიყვებით სიმართლეს“ – რას წერს და რა სქრინებს აქვეყნებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი
დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ძალიან დიდი მადლობა, მე არ ვიცი თუ ოდესმე გადავიხდი თქვენს გვერდში დგომას. ერთადერთი სურვილი მქონდა გამეგო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, რომელიც ნამდვილად ტანჯვა-წამებით გავზარდე. ჩემი ცხოვრება ნამდვილად არავინ არ იცის, მაგრამ ახლა, როდესაც გვერდში დამიდექით, ხალხიც გვერდში დამიდგა, ძალიან ცუდ კომენტარებს მიწერენ. თუ ვინმეს რამის თქმა უნდოდა 12 წლის მანძილზე, მე ტელევიზიით გამოვდიოდი და არასოდეს არავის ვადანაშაულებდი, არასოდეს ვიძახდი ტყუილს, არასოდეს ვაბრალებდი, რომ ჩემი შვილი ვინმემ მომიკლა. რაც გავიგე იქ მისულმა, რაც შემდეგ მოხდა იმას ვყვებოდი. არასოდეს არავის დაუწერია ჩემთვის ცუდი კომენტარი. ახლა როდესაც ბატონი ტარიელი (ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი) გვერდში დამიდგა, თქვენ (გადაცემის წამყვანს) და ხალხიც გვერდში დამიდგა, ახლა 12 წლის მერე, თურმე ათას რამეს მიწერენ – არაფერი არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის დამიწერონ, ყველა კითხვას პასუხს გავცემ თუკი ვინმეს აინტერესებს, ოღონდ ჩემი შვილის კვალი გავიგო სად არის და რა მოუვიდა…“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
