12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
„სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია.
შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად!
P.S. ჭაც შემოწმდა!“ – წერს ტარიელ კაკაბაძე.
გურამ დადიანიძე მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები გაუჩინარების სხვა შესაძლო ვერსიებს ამოწმებენ.
