LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმეზე

106
ტარიელ კაკაბაძე სოფო ბიბილაშვილი

12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გურამის გაუჩინარების საქმეში ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ. 

„🔹 ამ საქმის მთავარი იმედია ის საოცარი ადამიანები, ვინც ქალბატონ სოფოს უდიდეს დახმარებას უწევენ. როცა მე ჩავერთე, ეს ადამიანები უკვე ეხმარებოდნენ ქალბატონ სოფიოს.

🔹 ამ საქმის იმედია ასევე მთელი ქართული საზოგადოება. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან ❤️“, – წერს ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისათვის, შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები