სამგორის მეტროში გარდაცვლილი მარიამ ტყემალაძის დედა სოციალურ ქსელში ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად, კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დგინდება.
„გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევისა და დამატებითი გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების გათვალისწინებით, დადგენილებაში გამოძიების მიერ დასმული კითხვების შესაბამისად ექსპერტიზა მიდის შემდეგ შედეგებამდე – მოქალაქე მარიამ ტყემალაძის სიკვდილის მიზეზია კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 4 საათი.მოქალაქე მარიამ ტყემალაძის გვამის გარეგნული გამოკვლევით აღინიშნებოდა “ვენაკათეტერიზაციის” (სამედიცო მანიპულაცია) კვალი,” – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.
ცნობისთვის, 21 წლის სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე, 15 მაისს, მეტროსადგურ „სამგორში“ მოულოდნელად გარდაიცვალა.
