LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიამ, იქ, მეტროში, მიწის ქვევით შენი მეგობრები ლოცულობდნენ, რომ ცაში არ წასულიყავი… სად მიდიან ასეთი გულის ახალგაზრდები! რატომ ჩერდება მათი გული…“ – თამარ ბელქანია მარიამ ტყემალაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

314
მარიამ ტყემალაძე

15 მაისს, სამგორის მეტროში ახალგაზრდა ქალი მარიამ ტყემალაძე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იხსენებს როგორ გაიცნო და როგორი ადამიანი იყო მარიამი.

„წესით ამ წუთას ლექციაზე უნდა ვიყო. 

მოტეხილი ფეხით. გიფსში ძლივს მივაღწიე მეექვსემდე და უფრო ძლივს შევძელი შენობის მძიმე კარის გაღება.

„მოვაღწიე“- გავიფიქრე და ამოვისუნთქე.

ნაბიჯი გადავდგი. ფეხი სველზე ამისრიალდა და სწორედ ნატეხ ფეხს მთელი სიმძიმით დავასკდი. ტკივილისგან ღმუილი ამომხდა და უცებ ვხედავ ზევით ჰაერში მივდივარ… 

გარდავიცვალე?? 

-არა! ვიღაცამ ძლიერი ხელით ამწია და იქვე სკამზე ჩამსვა. 

ჩემს წინ შავგრემანი ლამაზის სახის გოგო იდგა. ის ვინც დაცემის წამიდან ხელი არ გამიშვა. 

…. ასე გავიცანი Mariam Tkemaladzee. 

თბილი. ერთგული. მომღიმარი. მუდამ მოძრავი. საქმიანი. კეთილი. მართალი. სწორი. მზრუნველი. ნიჭიერი. მეგობრული. ხმაურიანი.

სიცოცხლით სავსე, ჟანგბადით სავსე…

ახლაც ყურში ჩამესმის მისი გულიანი სიცილი. 

…ბევრი გეგმები გვქონდა.

ძალიან ბევრი. 

„მიშვილეთო“, ხუმრობდა მაინც თქვენთან ვარ სულ და ბარემ ერთად ვიყოთო.

წესით ახლა ლექციაზე უნდა ვიყო.

პირველ ლექციაზე, ვაფრთხილებ არასოდეს დაიგვიანოთ. დრო არის მთავარი ფაქტორი…

-„აი, მე თუ ვიგვიანებ, ე .ი გარდავიცვალე(((“

ახლაც ლექციაზე უნდა ვიყო.

ისიც. 

უბრალოდ, ის გარდაიცვალა.

ჩემი ლამაზი. კეთილი ძლიერი სუფთა მართალი ნიჭიერი თბილზე თბილი მარიამი.

წავიდა უცებ. ჩუმად.უხმოდ. 

მინდა ვიყვირო – მააარიაააააამმმმმმ მააარიიიაააამ!!!! რატომ?! 

-სად მიდიან ასეთი გულის ახალგაზრდები!!! 

რატომ ჩერდება მათი გული 

და სად ვიყავი მე, როცა შენ გეტკინა გული!

რა მინდა ლექციაზე, როცა იქ არ მოვა მარიამი(((( ნეტა მართლა მეშვილე! მე ვერ ჩავდივარ და არც შენ ჩაგიშვებდი მეტროში!! 
……

აი, ის კარიც რომლის მიღმა გავიცანი ჩემი მარიამი.

 ❤️ ით მიყვარხარ მარიამ!

მარიამ. იქ, მეტროში, მიწის ქვევით შენი მეგობრები ლოცულობდნენ, რომ გაცოცხლებულიყავი, ლოცულობდნენ რომ ცაში არ წასულიყავი((((((

წახვედი და ისევ ზამთარი დადგა“,- წერს თამარ ბელქანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g