LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და უაღრესად პოზიტიური მარიამი ყველას ძალიან, ძალიან დაგვაკლდება…“ – თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

400
მარიამ ტყემალაძე

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

სამგორის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ გარდაიცვალა მათი ფაკულტეტის სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე.

„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ რომ გარდაიცვალა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე. ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და უაღრესად პოზიტიური მარიამი ყველას ძალიან, ძალიან დაგვაკლდება. პანაშვიდი: 16, 17, 18 მაისი. დაკრძალვა: 19 მაისი. მისამართი: აბაიას ქუჩა #22“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტრაგედია 14 მაისის ღამეს თბილისის მეტროში მოხდა. მეტროსადგურ „სამგორში“ 21 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონა ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები