LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიკელი -22 კილო. 15 დღეში -6.. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ბევრს მწერთ, დიეტასთან დაკავშირებით და გიზიარებთ, პირობა პირობაა“ – ნინი კენჭიაშვილი ჯანსაღი კვების რაციონს გვიზიარებს

4991
ნინი კენჭიაშვილი

ნინი კენჭიაშვილი, რომელმაც მშობიარობის შემდეგ, 2 თვეში 22 კილოგრამი დაიკლო, სოციალურ ქსელში კონკრეტულ დიეტას აზიარებს. დიეტა 15-დღიანია.

ნინი აღნიშნავს, რომ კვების რაციონი გერმანელმა ენდოკრინოლოგმა შეადგინა.

მომღერალი ასევე წერს, რომ 15 დღეში მან 6 კილო დაიკლო.

„ეს ფოტო გთხოვთ, გააზიარეთ. 2 თვეში დავიკელი -22. 15 დღე:-6 კგ. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, რადგან ჩემმა წონის კლებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მივხვდი, რომ თქვენთვის ყველაფერი უნდა გამეზიარებინა. ძალიან ბევრს მწერთ, დიეტასთან დაკავშირებით და ყველას სათითაოდ ვეღარ გპასუხობთ…

გააზიარეთ, რომ არა, თქვენი უდიდესი სიყვარული და ამდენი გამოხმაურება, ძალიან გამიჭირდებოდა დროის უქონლობის გამო ყველაფრის ხელით აკრეფა, მაგრამ პირობა პირობაა, ძალიან მიყვარხართ, შეუძლებელი არაფერია,“ – წერს ნინი კენჭიაშვილი.

როგორ დაიკლო ნინი კენჭიაშვილმა 22 კილო: „ეს არის გერმანელი ენდოკრინოლოგის სწორი კვება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები