LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი სახელი კურსელების ჩატში, თითქოს ნებისმიერ წამს შეუძლია ისევ რაღაც დაწეროს… ადამიანებს სიკვდილი კი არა, ის ანადგურებთ, რაც მას შემდეგ ხდება“ – მარიამ ტყემალაძეს მეგობრები ემშვიდობებიან

156
მარიამ ტყემალაძე

21 წლის სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე, რომელიც 15 მაისს, მეტროსადგურ „სამგორში“ მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს.

მარიამი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გააცილეს. მარიამს საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტებით გამოემშვიდობა არაერთი მეგობარი.

„მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და უაღრესად პოზიტიური მარიამი ყველას ძალიან, ძალიან დაგვაკლდება…“ – თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

მარიამ ტყემალაძეს ემოციურ სტატუსს უძღვნის მისი მეგობარი, მარიამ შენგელია.

„ხელუხლებელი ჩაის ჭიქა, წაუკითხავი შეტყობინება,

ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მის სახლში დაბრუნებას ელის,

მეგობარი, რომელიც ერთი სიმღერით „იყინება“,

ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ძალიან გვიან იაზრებენ…

ადამიანებს სიკვდილი კი არა, ის ანადგურებთ, რაც მას შემდეგ ხდება.

მომხდარის გაგებამდე გვერდით ოთახიდან წამოსული სიცილი.

მისი სახელი კურსელების ჩატში, თითქოს ნებისმიერ წამს შეუძლია ისევ რაღაც დაწეროს.

მწუხარება ალბათ ამიტომაა ასეთი სასტიკი, მოგონებებიც ამიტომაა მწარე,

სხვა დასასრულს უნდა ეარსება, ზუსტად ამიტომ, ვერავინ მიხვდა, რომ „ხვალ“ ასეთი მძიმე სიტყვა იქნებოდა.

ჩვენი ტყემალა, ჩვენი მარიამი“, – წერს მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში.

„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე.

ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – წერს თსუ მულტიმედია ცენტრი.

„მარიამ, იქ, მეტროში, მიწის ქვევით შენი მეგობრები ლოცულობდნენ, რომ ცაში არ წასულიყავი… სად მიდიან ასეთი გულის ახალგაზრდები! რატომ ჩერდება მათი გული…“ – თამარ ბელქანია მარიამ ტყემალაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა სა­ნამ არ იქ­ნე­ბა, ნუ გა­მო­ი­ტანთ წი­ნას­წარ დას­კვნებს“ – რას წერს რომა ბაბაევი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g