დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია პოპულარული დანამატის, ომეგა-3-ის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ექიმის განმარტებით, მოსახლეობა ომეგა 3-ის „სუპერმენობაში“ დარწმუნებულია და სჯერათ, რომ ის სასარგებლოა, თუმცა სპეციალისტი კონკრეტულ კვლევებს ასახელებს და ამბობს, რომ „ბოლო 2 წელიწადში ჩატარებული რენდომიზირებული რამდენიმე კვლევის მიხედვით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკის მატება დაფიქსირდა:
„ომეგა-3 – გადაყრილი ფული, სარგებელი ნულის ტოლფასი და ჯანმრთელობის რისკები:
ბოლო პერიოდია ძალზედ პოპულარული გახდა ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს მასშტაბი.
აქვს თუ არა დანამატის სახით მის მიღებას ბიოლოგიური ეფექტი?
ყველაფერი დაიწყო ესკიმოსებიდან…..
II მსოფლიო ომის შემდგომ ესკიმოსების პოპულაციაზე დაკვირვების შედეგად გრენლანდიასა და ალასკაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევალენტობა (ავადობა) ძალიან დაბალი იყო.
ისინი რა თქმა უნდა მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით თევზეულს და სელაპის ხორცს.
მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გამოქვეყნდა რომელიც ასკვნიდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობაზე, დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე შეუძლია პრევენციის მოხდენა დაავადებების განვითარების როგორებიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერლიპიდემია
• ტიპი 2 დიაბეტი
• სხვადასხვა სიმსივნეები
• მენტალური პრიბლემები
• ალცჰეიმერის დაავადება
• დეპრესია და შფოთი
• გულის უკმარისობა
• ხერხემლის დისკის პრობლემები
• ყურადღების დეფიციტის დარღვევა
• მენოპაუზა
• რევმატოიდული ართრიტი
• ასთმა
• პერიოდონტიტი
• ეპილეფსია
• ქიმიოთერაპიის მიმართ ტოლერანტობა
• პრემენსტრუალური სინდრომი
• ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
ეს იყო კვლევები რომლებიც სწავლობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ასოციაციას (association) ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კავშირს (relationship) !!!!
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა, ასევე ჩვენამდე მოაღწია ამ კვლევების მეტა-ანალიზმა
86 ჩატარებული რენდომიზირებული კვლევის მეტა-ანალიზის შედეგად რომელშიც მონაწილეობდა 162,000 ადამიანი – ომეგა-3 მიღებით ვერ იქნა ნანახი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი მიოკარდიუმის ინფარქტის შემცირება, ასევე ვერ იქნა ნანახი ინსულტის შემცირების რისკი.
სამეცნიერო მონაცემების თანახმად – მართლაც შემცირდა გულის კორონალური დაავადების რისკი, მაგრამ…….
ამის მიუხედავად – NNT=334
ანუ – ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში 334 პაციენტს სისტემატურად უნდა მისცე ომეგა-3 დანამატის სახით იმისათვის რომ მოახდინო გულის პრობლემით გამოწვეული 1 სიკვდილის შემთხვევის პრევენცია.
გარდა ამისა, ჩვენამდე მოაღწია ექვსმა კვლევამ ალცჰაიმერის დაავადების და სამმა კვლევამ დემენციის შესახებ, ასევე დეპრესიის შესახებ. მონაწილეობდა 600-800 ადამიანი, მონაწილეობდა 18 353 ადამიანი. ასევე ვერ იქნა ნანახი ომეგა-3 დადებითი ეფექტი
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია….
31 პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დეპრესიის და შფოთის დარღვევის შესახებ.
50,000 მონაწილე – ვერ იქნა ნანახი პოზიტიური შედეგი ომეგა-3 მოხმარებით
ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არ ახდენს მშრალი თვალის სინდრომის პრევენციას
ორმაგი, ბრმა, რენდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი დიდი კვლევა (მონაწილეობდა >23000 ადამიანი)
პოტენციური გვერდითი ეფექტები
საჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს…….
და ჩვენამდე მოაღწია…..
ომეგა-3 და D ვიტამინის დანამატის სახით მიღების გავლენა წინაგულთა ფიბრილაციის პრევენციის კუთხით
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონკრეტული დოზირების მიღების შემთხვევაში იზრდება წინაგულთა ფიბრილაციის რისკი
გამდიდრება
2019 წელს ომეგა-3 გლობალურმა გაყიდვამ შეადგინა $4.1 მილიარდი.
ეს მაჩვენებელი გაორმაგდა 2025 წლისთვის.
რატომ?
ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობას დედამიწაზე ძლიერ სჯერათ მის „სუპერმენობაში“ და სჯერათ რომ რომ ის სასარგებლოა.
ბოლო 2 წელიწადში ჩატარებული რენდომიზირებული რამდენიმე კვლევის მიხედვით ომეგა-3 მიღების მოხმარების შედეგად წინაგულთა ფიბრილაციის რისკი მატება დაფიქსირდა“, – წერს თელია.
