სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვაში „კიბორჩხალის ჩხირების“ შესახებ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.
სპეციალისტი ამბობს, რომ ამ პროდუქტში საერთოდ არ არის კიბორჩხალის ხორცი – მეტიც, მისი თქმით, ეს პროდუქტი სხვადასხვა არომატიზატორისგან, თევზის პასტისა და საკვები დანამატებისგან შედგება.
„კიბორჩხალის ჩხირები ფართოდ გავრცელებული ინგრედიენტია და ბევრისთვის საყვარელ პროდუქტს წარმოადგენს, მაგრამ მის შემადგენლობაში საერთოდ არ არის კიბორჩხალის ხორცი. მისი ძირითადი ინგრედიენტია თევზის პასტა და სხვადასხვა თევზების ფარში, მათ შორის საერთოდ არ არის კიბორჩხალის ჩხირი. ის შედგება კიბორჩხალის არომატიზატორისგან, გემოსა და არომატის გამაძლიერებლებისგან და სხვა საკვები დანამატებისგან, წითელი ფერი კი არის საკვების საღებავი…“ – ამბობს სპეციალისტი.
