LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება და ზოგადად გამონაყარი, რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება – პირიქით, აუცილებელია!“ – მაია ბუწაშვილი ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს

111
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი პაციენტების მხრიდან ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს.

სპეციალისტი ეხმაურება გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც „ინფექციური დაავადებებისა და გამონაყარის დროს დაბანა არ არის რეკომენდებული“.

ექიმი ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება.

„არ არსებობს ისეთი ინფექციური დაავადება (და ზოგადად გამონაყარი), რომლის დროსაც დაბანა არ შეიძლება. არადა, პაციენტებისგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა.
დაბანა შეიძლება და პირიქით, აუცილებელია!!! თუნდაც მეორადი, ანუ თანდართული ინფექციის თავიდან ასაცილებლად. უბრალოდ, დაბანა რეკომენდებულია თბილი (და არა ძალიან ცხელი) წყლით; გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული, ნაზი დასაბანი გელი; გავიმშრალოთ პირსახოცის შეხებით და არა კანის გახეხვით; ყოველ დაბანაზე გამოვიყენოთ გარეცხილი (ანუ მანამდე გამოუყენებელი) პირსახოცი. ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ“, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები