LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას” – გიორგი ღოღობერიძე მშობლებს მიმართავს

952
2026-08-11_00-51-44_592882-1024x576

გადამუშავებული ხორცპროდუქტების, მათ შორის ბეკონის, სალიამისა და ჰოთ-დოგის ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის რისკებთან არის დაკავშირებული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს ურჩევს, აღნიშნული პროდუქტები ბავშვების ყოველდღიური რაციონის ნაწილად არ აქციონ.

„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს. ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის არის სასურველი.

პირველი არის ბეკონი, მეორე – სალიამი და მესამე – ჰოთ-დოგი.

ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება პირველი ჯგუფის კარცინოგენებს. ამიტომ ეცადეთ, რეგულარულად არ მიირთვათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არის ბეკონი, ჰოთ-დოგი და სალიამის შემცველი სენდვიჩები.

ახლა რატომ? ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის ნიტრატსა და ნატრიუმის ნიტრიტს. მათ ხორცპროდუქტებს კონსერვაციისთვის ამატებენ – რათა ხორცი სწრაფად არ გაფუჭდეს. ამასთან, ისინი პროდუქტს აძლევს დამახასიათებელ ფერსა და გემოს.

როდესაც ადამიანი ასეთ პროდუქტებს მოიხმარს, გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოიქმნას ნიტროზამინები. ეს ნაერთები ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებასთან და სიმსივნური პროცესების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეცადეთ, რომ ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები