LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „5 ფაქტი ელენთის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

126
2026-08-14_00-03-17_602536

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ელენთის შესახებ საზოგადოებას მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

„მოდი, მე თქვენ გაგაცნობთ ელენთას და მასზე გეტყვით 5 ფაქტს, ძალიან მარტივი ენით. როდესაც სისხლის გარკვეული ელემენტები ბერდებიან, ელენთა მათ ასაფლავებთ. თუ მათგან რაიმე კარგი დარჩება, შემდეგ გადაუგზავნის ძვლის ტვინს. ელენთაში არის ორი ბანკი, თეთრი და წითელი. როდესაც ჩვენ გვექნება სისხლდენა, წითელი გვასესხებს ერითროციტებს. ამიტომ არის ხოლმე, რომ დიდი ხნის სირბილის შემდეგ შესაძლოა ტკივილი იგრძნოთ.

როდესაც სადმე გაქვთ ანთება, მაშინ ელენთა გადმოგაწვდით ლეიკოციტებს. ვისაც ელენთა არ აქვს, ასეთ ადამიანებს მარტივად უვითარდებათ ხოლმე ფილტვების ანთება. შესაძლოა ადამიანს გარედან არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ელენთა ჰქონდეს დაზიანებული. შედეგად ვითარდება მასიური შინაგანი სისხლდენა. ადამიანს შეუძლია ელენთის გარეშე სიცოცხლე. მის ფუნქციას სხვა ორგანოები, ღვიძლი და ძვლის ტვინი შეითავსებენ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები