LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

4057
2026-03-30_00-33-43_583202

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც დილი წყლის სწორად მიღებას ეხება.

„ზოგიერთ ადამიანს ჩვევა აქვს, გაიღვიძებს და ეგრევე სვამს ერთ ჭიქა წყალს. ეს მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას აკეთებს არასწორად. წყლის მიღება კარგია დილით, რადგან ჩვენი ორგანიზმი მთელი ღამე წყალს კარგავდა სუნთქვის და ოფლის ხარჯზე. ამიტომ გამომშრალი ხართ. პირის ღრუდან იკარგება სითხე და შედეგად მასში ბაქტერიები მრავლდებიან.

ყველაზე მეტი ბაქტერია ჩვენს პირის ღრუში არის დილით. თქვენ როდესაც დილით ჭიქა წყალს დალევთ, ეს ბაქტერიები თქვენს ორგანიზმში მოხვდებიან. ეს რა თქმა უნდა თქვენს სიკვდილს არ გამოიწვევს, მაგრამ სასურველი ნამდვილად არ არის.

კარგი იქნება თუ ამას სწორად გააკეთებთ. სანამ დილით წყალს დალევთ პირის ღრუ კარგად გამოირეცხეთ. ასევე კარგი იქნება თუ ჯერ კბილებს გამოიხეხავთ და წყალს შემდეგ დალევთ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g