ექიმი ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.
ღოღობერიძე განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება კისრის „გატკაცუნება“.
ექიმის თქმით, ამ ქმედებით შესაძლოა ინსულტი განვითარდეს და მეტიც, სავალალო შედეგით დასრულდეს:
„არასდროს გაატკაცუნო კისერი იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც კი და შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს.
მტევნის სახსრების გატკაცუნება შეგიძლიათ, პრობლემა არ არის, მაგრამ არა კისრის. თქვენ გგონიათ, რომ ამ მოძრობისას ტკაცუნის ხმას რომ გამოსცემს მარილები იშლება? – არა, ამ დროს იშლება სისხლძარღვებიც. ხმა რაც აქ წარმოიქმნება, გამოწვეულია იმით, რომ მალებს შორის გვაქვს სახსრები და გადაწევის დროს ამ სახსრებში წნევა მცირდება, იქ სითხეში წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელიც სკდება და ეს არის ამ ხმის (ტკაცუნის) მიზეზი. მარილები არ იშლება, მაგრამ რაც აქ იშლება და ძალიან სავალალოდ, ეს არის სისხლძარღვების შიგნითა შრე…“ – ამბობს ღოღობერიძე.
