LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაბერების 10 მიზეზი გიორგი ღოღობერიძისგან: „თუ დააკვირდებით, ამ ათიდან უმრავლესობა ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირია…“

523
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ახალ ვიდეოში საუბრობს იმის შესახებ, თუ რა არის დაბერების 10 მიზეზი, მათ შორის არის მზის სხივები, სიგარეტის მოწევა, ქრონიკული სტრესი სამსახურში, უძილობა, ალკოჰოლი და ა.შ.

„უძრავი ცხოვრების სტილი – როცა თქვენ არ მოძრაობთ, მთელი დღე სხედხართ, ამ შემთხვევაში იკლებს კუნთოვანი და ძვლოვანი მასა, ამიტომაც გამოსავალია, რომ კვირაში 150 წუთი ფიზიკური აქტივობა გქონდეთ. ასევე არასაკმარისი წყლის რაოდენობაც არის დაბერების მიზეზი… ყოველდღიურად 1,5-2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ. დაბინძურებული ჰაერი ასევე არის დაბერების ერთ-ერთი მიზეზი. სოციალური იზოლაცია და მარტოობა – ეს ასევე იწვევს ბიოლოგიურ დაბერებას, უნდა შეინარჩუნოთ ურთიერთობები ახლობლებთან და იყოლიოთ მეგობრები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები