ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს.
„შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც სადმე ქალაქგარეთ, შვებულებაში დასასვენებლად მიდიხართ, იმის მაგივრად რომ რამდენიმე დღეში თავი დასვენებულად იგრძნოთ, უფრო მეტად დაღლილი ხართ, დასვენებისგან დაღლილი. ყველა ჩვენგანს გვაქვს ბიოლოგიური საათი. როდესაც დილით ვიღვიძებთ კორტიზოლის დონე იწევს. საღამოს პირიქით დაბლა იწევს და ძილი გვინდება.
როდესაც დასასვენებლად მივდივართ, თავის ტვინი ამბობს, რომ ისვენებს, შესაბამისად კორტიზოლის დონე იმდენად აღარ იწევს. ამ ყველაფრის შედეგად გაღვიძება გვიჭირს, ენერგიის დონეც დაბალი გვაქვს. სერატონინის დონეც დაბლა არის და შესაძლოა ხანდახან თავის ტკივილიც გვქონდეს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
