LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!“ – უროლოგი, მინდია ბაბალაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

229
მინდია ბაბალაშვილი

„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ“, – ამის შესახებ კლინიკა „გიდმედის“ უროლოგი, უროლოგ-ონკოლოგი, მინდია ბაბალაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

სპეციალისტის განმარტებით, სისხლნარევი შარდის მიზეზი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზეც მიგვანიშნებდეს. უროლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ასეთ დროს ექიმთან კონსულტაცია:

„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. შარდში სისხლის გამოჩენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს – თირკმლის კენჭები, შარდსაწვეთის კენჭები, შარდის ბუშტის კენჭები, საშარდე გზების ინფექციები, აგრეთვე ონკოლოგიური დაავადებები. განსაკუთრებით საყურადღებოა უსიმპტომო ჰემატურია, ანუ ჩივილების გარეშე შარდში სისხლის აღმოჩენა. ნუ მიმართავთ თვითნებურ მკურნალობას ან ნუ დაელოდებით, რომ თავისით გაივლის, მიმართეთ აუცილებლად უროლოგს…“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები