LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საცხოვრებლად წახვალ თბილისში, ჰგონიათ, რომ რატომღაც ეს პრობლემები უკვალოდ გაქრება…“ – შველის თუ არა ასთმას დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოსვლა? ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გვირჩევს

243
ბიძინა კულუმბეგოვი

„ყველასთვის რატომღაც მენტალობაში გაჟღენთილია, რომ თუ მე ვცხოვრობ დასავლეთ საქართველოში და მყავს შვილი, რომელსაც აქვს ასთმური სიმპტომატიკა ან ასთმის დიაგნოზი, მე თუ საცხოვრებლად წამოვალ თბილისში, რატომღაც ეს პრობლემები ჰგონიათ, რომ უკვალოდ გაქრება…“ – ამის შესახებ გადაცემაში „ჯანსაღი დიალოგი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.

ალერგოლოგი ეხმაურება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ასთმის სიმპტომატიკას თბილისის ჰაერი კურნავს:

„ყველასთვის რატომღაც მენტალობაში გაჟღენთილია, რომ თუ მე ვცხოვრობ დასავლეთ საქართველოში: ჩხოროწყუში, წალენჯიხაში ფოთში, ქუთაისში და ასე შემდეგ და მე მყავს შვილი, რომელსაც აქვს ასთმური სიმპტომატიკა ან ასთმის დიაგნოზი, მე თუ საცხოვრებლად წამოვალ თბილისში, რატომღაც ეს პრობლემები ჰგონიათ, რომ უკვალოდ გაქრება და წამლის გარეშე შეძლებენ მათი ოჯახები და მათი შვილები ცხოვრებას, მაგრამ რა პარადოქსს ვაწყდებით – ეს არის იმდენად ძველი გადმონაშთი, როდესაც 70-იან, 80-იან წლებში, როდესაც ალერგიული დაავადებების რიცხვი მსოფლიოში ასე თუ ისე ტენდენციურად იმატებს, მართლაც ასე იყო, როდესაც თბილისის ქუჩებში სულ სამი თუ ოთხი მანქანა დადიოდა, ამდენი შენობა არ არსებობდა…

ყველას ვთხოვ ხოლმე, სუფთა ჰაერში ნუ გაცვლით მარტო იმას, რომ მტვრის კონცენტრაცია და ნესტი გაქვთ თქვენს ძვირფას სოფელში, დასავლეთ საქართველოს რაიონებში, დარჩით გთხოვთ იქ, იმიტომ რომ წამლების რაოდენობა აქაც იგივე სჭირდება, აქ უკვე სხვა შეწონილი პრობლემებია, ამიტომ ეს რელოკაციები, ის რომ ჩემი შვილი კარგად გახდება, თუნდაც კურორტოთერაპიის კონტექსტს რომ მოვაბათ, ეს არასწორია და ამაზეც განმარტება უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას…“ – ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები