დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
„მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები – რისკები: კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები.
კანის კიბოს განვითარების საფრთხე მხედველობის დაზიანება (კატარაქტა)
მაღალი რისკის ჯგუფები:
ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები
6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები
როგორ დავიცვათ თავი?
მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე
გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში)
ატარეთ დამცავი სამოსი:
ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი
დამწვრობის შემთხვევაში:
არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს
მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი“ – წერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
