LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა პირველად დედა გავხდი, 14 წლის ვიყავი, ახლა 30-ის ვარ…“ – ანი ყიფშიძე მეორე შვილს ელოდება

3399
ანი ყიფშიძე

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს განსაკუთრებული სიახლის შესახებ – ის მეორე შვილს ელოდება:

„პირველად, როცა დედა გავხდი, 14 წლის ვიყავი, ახლა 30-ის ვარ. უკვე ზუსტად ვიცი, რა არის დედობა. გაზრდილი და ჩამოყალიბებული ვარ, გამოცდილებაც მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დამავიწყდა, ყველაფერს ვიხსენებ (იცინის).

ჩემს მეუღლეს, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდოდა. საყვარელი ადამიანისგან შვილი ყველას უნდა, ეს ნორმალურია. ჩვენ ვგეგმავდით ამას, გვინდოდა, შვილი გვყოლოდა. როცა ორსულობის შესახებ გავიგე, ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არ იყო. საქმეებზე გახლდათ ქალაქგარეთ. მივწერე, ორსულად ვარ-მეთქი. მაგარიაო. ეგონა, რომ ვპრანკავდი. არ დაიჯერა, რადგან მახასიათებს მსგავსი ხუმრობები. სანამ ექიმთან არ წავედით და მან არ დაადასტურა, არ სჯეროდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები