LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბულინგი წამოვიდა იმიტომ, რომ გავბედე და ცოლად გავყევი ასაკით უმცროს მამაკაცს, რომელიც სიმპათიურია…“ – რატომ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია ნინორე გიორგობიანმა

2907
85c910dc-6a23-4a0f-8b69-7135d0434113

სოციალურ ქსელებში ნინორე გიორგობიანი თავისი კონტენტით გამომწერების დიდ ყურადღებას იქცევს. მცირე ხნის წინ მან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც ინფლუენსერს შესანიშნავი შედეგი მოუტანა.

ის ასაკით ახალგაზრდა მამაკაცზეა დაქორწინებული და მასთან ქალიშვილი ჰყავს.

ჟურნალ „თბილისელებთან“ ნინორე საკუთარი მიღწევისა და ცხოვრების შესახებ საუბრობს.

„მუდმივი მცდელობები მქონდა დასაკლებად, მაგრამ საბოლოოდ, ისევ იმ წონას ვუბრუნდებოდი. ბოლო პერიოდში ბარიატრიაზე დავიწყე ფიქრი. რადგან ვამბობ, რომ იმ წონაშიც ჰარმონიულად ვიყავი საკუთარ თავთან, არ ნიშნავს, რომ უკეთესობა არ მინდოდა. ოპერაციის შედეგი ვიზუალური თვალსაზრისითაც მომწონს, მაგრამ ბარიატრიის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ აბსოლუტურად უენერგიო ვიყავი შვილთან ურთიერთობაში, ნენსის, ფაქტობრივად, მამა და დეიდა ზრდიდნენ. რა უნდა იყოს იმაზე საშიში, რომ ექვსი წლის ნანატრი შვილის რიტმს ვერ მიყვები. ახლა უშრეტი ენერგია მაქვს და ეს ზუსტად ამ ოპერაციამ მომიტანა…“, აღნიშნავს ნინორე გიორგობიანი ჟურნალთან ინტერვიუში.

ის სოციალურ ქსელებში მისი ბულინგის მიზეზზეც საუბრობს:

„ბულინგი წამოვიდა იმიტომ, რომ გავბედე და ცოლად გავყევი ასაკით უმცროს მამაკაცს, რომელიც სიმპათიურია… პატარა გოგო არ ვიყავი, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, მაგრამ გავბედე, არ შემშინებია. სამუდამო არაფერია, ამიტოკმდღევანდელი დღით ვცხოვრობ. ზუსტად ამიტომ გაუჩნდათ ჩემ მიმართ აგრესია – როგორ გავბედე და გავხდი ბედნიერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები