ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეს ეხმაურება.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე იხსენებს თავისი შვილის დაკარგვისა და ერთი თვის შემდეგ, მისი პოვნის ემოციურ ისტორიას.
მკვლევარი მიმართავს გურამ დადიანიძის დედას, სოფო ბიბილაშვილის და წერს, რომ სჯერა, მისი შვილი ცოცხალია:
„როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად წვიმდა – ქარი ამივარდა, შუქი ჩაქრა.
სოფლის სახლში ვიყავით თელეთში. 10 წუთიც არ იყო გასული კარის გაჯახუნებიდან, მეორე სართულზე ავედი და რომ ვერ ვნახე , მაშინვე დავრეკე პატრულში…
იმ წამიდან, ჩემს დანახვაზე პოლიციის ყველა განყოფილებაში გულყრა ემართებოდათ… ვეძებდით ყველგან…
ზარები ფიქსირდებოდა (ბედად მობილური თან ჰქონდა). იყო ლოკაცია – ზუგდიდი, ფოთი… ცხონებულმა ზურა მიქაძემ მთელი დასავლეთის პოლიცია ფეხზე დააყენა. გავრბოდით ყველგან საიდანაც გვირეკავდნენ რომ ნახეს. მალთაყვის სასტუმრომ აქ კუნძულზე გაათენა. გადაგდებული სავარძელი გვთხოვაო.
ვიცოდით რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით. გამოვტოვებ როგორ შემოგვტენა პოლიციამ ვიღაცის გვამი – დიღმის მასივის მორგში და შვილი მკვდრად გამისაღა და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს…
ერთი თვის თავზე ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე – „დე აქ ვარ და წამიყვანე“.
არ ვიცი რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია სოფო“, – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

