LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ფორჩხიძე: „ჩვენს კონცერტამდე იმავე სცენაზე ლედი გაგა და მიკ ჯაგერი გამოდიოდნენ. მათი ბანერი ჩამოხსნეს და „სახის“ გააკრეს…“

122
დათო ფორჩხიძე

ცოტა ხნის წინ დათო ფორჩხიძესა და დათო ხუჯაძეს ამერიკაში კონცერტი ჰქონდათ. ამ კონცერტის, ემიგრანტებთან შეხვედრისა და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შესახებ დათო ფორჩხიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

დათო ფორჩხიძე: ძალიან კარგი ღონისძიება გვქონდა ამერიკაში. კონცერტი ნიუ-იორკში – ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო და საუკეთესო მოგონებებს შორის დარჩება.

მინდა, მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს – „სპოტლაიფ ივენთს“ და მის ხელმძღვანელებს – სალომე ქათამაძესა და ტუტი მაცაბერიძეს. ამ ორმა ადამიანმა – ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა ყველაფრის ორგანიზება შეძლეს. ვიღაცები ცდილობდნენ, კონცერტი არ ჩატარებულიყო და ხელს გვიშლიდნენ, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.

ჩვენი კონცერტი მანჰეტენზე, RACKET NYC-ში გაიმართა. ეს საკმაოდ მაღალი დონის დარბაზია და იქ კონცერტის ჩატარება, დარწმუნებული ვარ, ყველა მუსიკოსის ოცნებაა. არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენს კონცერტამდე, იმავე სცენაზე ლედი გაგა და მიკ ჯაგერი გამოდიოდნენ. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. რომ მივედით, მათი ბანერი ჩამოხსნეს და „სახის“ გააკრეს. ბევრი კი ვიცინე ამაზე, მაგრამ რეალურად ასე იყო. საკუთარ თავს „დავცინი“: რას მოესწარი, სად აღმოჩნდი-მეთქი (იცინის).

მაყურებლის უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენდნენ, ვინც დიდი ხნის წინ წავიდა საქართველოდან და უკვე 15-20 წელია იქ ცხოვრობენ. ვინც ახალი ჩასულია და ჯერ საბუთების პრობლემა აქვს, მათ ვიღაც-ვიღაცები ემუქრებოდნენ და ამიტომ დიდი მასა ვერ მოვიდა.

სიმართლე გითხრათ, მქონდა იმის შიში, რომ დიდი ხნის წინ წასულ ხალხს აღარ ემახსოვრებოდა ჩვენი სიმღერები. როცა საქართველოში გვაქვს კონცერტი, 7-9 სიმღერას ხალხი ჩვენთან ერთად მღერის. ნამდვილი კარაოკეა ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები