LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე…“ – ნანი ბრეგვაძე პირადზე

210
ნანი ბრეგვაძე

ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რატომ ჰქონდა ერთწლიანი პაუზა შემოქმედებით ცხოვრებაში:

– მუდმივად გასტროლები, აქეთ – თქვენი ოჯახი, საყვარელი ადამიანები. რას განიცდიდით ამ დროს?

– გასტროლებზე ორი თვეც ვყოფილვართ გადაბმულად, ერთი თვეც. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში სამი თვე ვიყავით, ძალიან საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ მოსაწყენიც – მენატრებოდა ყველა და ყველაფერი.

ერთი წელიწადი ჩემი მეუღლის გამო არ ვმღეროდი. გაგიჟდა კაცი, ეს რა ხდებაო – სულ გასტროლებზე ვიყავი. აღარ უნდა მემღერა, დავანებე თავი და ფორტეპიანოს მასწავლებლობა დავიწყე. იმდენად ვნერვიულობდი შინაგანად, რომ მერე თითქმის ხმა დავკარგე. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, მაგრამ მერე მოვიდა რობერტი და მერაბს უთხრა, რომ ერთი გასტროლიც აუცილებელია ჩვენთვის მოსკოვში და ნანი ძალიან გვჭირდებაო. დაეთანხმა, ოღონდ თვითონ წამოგვყვა რასაკვირველია, ძალიან კარგი კონცერტები გვქონდა.

– „ორერაში“ მხოლოდ თქვენ იყავით ქალი, თან, სულ გასტროლები. და რა თქმა უნდა, ეს ეჭვიანობა იქნებოდა, მიუხედავად თქვენი ხასიათისა.

– სხვათა შორის, ჩამოდიოდა გასტროლებზე, მაკითხავდა და თან, მაკითხავდა ხოლმე მოულოდნელად და, აი, მოსკოვში რომ წამოვიდა და თავისი თვალით დაინახა ყველაფერი – როგორი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან და როგორ ვიმღერე, მითხრა: არა, ნანი! არ შეიძლება, რომ შენ არ იმღეროო. აი, ასეთი კეთილშობილი ადამიანი იყო. იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო და უარი ეთქვა. და კიდევ, იცი, რას მეუბნებოდა? სოლო კონცერტი უნდა გააკეთოო. ვფიქრობდი, სულ ნერვიულობს, სულ ჩხუბობს, სულ გაბრაზებულია, ეს კაცი და ვერ ვხვდებოდი, რატომ… თუმცა, მე ეჭვიანობა არასოდეს მიგრძნია, მაგრამ რომ გავიდა დრო, ახლა ვხვდები მისი ამ ნერვიულობის მიზეზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები