მოდელი და ტელესახე ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელში მარტოობის შესახებ საინტერესო პოსტს გვიზიარებს.
როგორც ის წერს, მარტო ყოფნა მისთვის საკმაოდ დიდი სიამოვნებაა.
„ბავშვობაში მომწონდა მარტოხელა ქალები, რამდენჯერაც ვიკითხე, ეს ლამაზი დეიდა ვინაა მეთქი, მესმოდა, რომ ეს ქმარს გაშორებულიაო. ჰოდა, ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი. ჰოდა, ეგრეც დავამანიფესტირე. ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში (ყველასთან), მაგრამ მარტო ყოფნაზე დიდი სიამოვნება ვერც ერთს მოუტანია.
საკმაოდ ღრმა და შინაარსიანი ადამიანი ვარ და არ გეგონოთ, ეს არის ჩემი ცხოვრების აქცენტი. უბრალოდ, ამასაც ვაკვირდები და ზუსტად ასეა. ვცდილობ, ეს პროგრამა გადავწერო და სრულად საოცარი ადამიანისთვის მოვემზადო, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას ცდილობს“, – წერს პაიჭაძე.
ცნობისთვის, გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა. მათ ერთი შვილი ჰყავთ.
„დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემ შვილს, წადიო“ – ალექსანდრა პაიჭაძე
