LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

808
მიხეილ ცაგარელი

ზოგადად, პერიოდი ცუდი არ არის. დედამიწა შედის პოზიტიურ ენერგოველში, რაც თითქმის ყველასთვის ზრდის წარმატების შანსებს. დაახლოებით 15 აგვისტომდე მთვარის დადებითი ენერგეტიკული ზეგავლენა ხელს უწყობს ურთიერთგაგების ამაღლებას, იდეების შედარებით იოლად რეალიზებასა და სასიკეთო ცვლილებებს.

ვერძი:

თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მაღალია. ხდებით ბევრად უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონებამახვილი და ლიდერული თვისებებით აღსავსე. დიდი სიამოვნებით იღებთ საკუთარ თავზე ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობას, ეს პერიოდი კი მაქსიმალურად უწყობს ხელს თქვენი ნიჭისა და საინტერესო იდეების რეალიზაციას. კონტაქტებიც ბევრად ნაყოფიერი და შედეგიანი გახდება.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კვირის პირველ ნახევარში (განსაკუთრებით 6 აგვისტომდე) მოსალოდნელია გარკვეული დაპირისპირებები ან სირთულეები კოლეგებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, სიფრთხილე და ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, რადგან საქმეებში შეცდომების დაშვების ალბათობა 6 აგვისტომდე მაინც არსებობს. რაც უფრო ჰარმონიულად იურთიერთებთ შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან და საზოგადოებასთან, მით უფრო გაიზრდება თქვენი შრომის ნაყოფიერება და წარმატების შანსები. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს პერიოდი ახალი რომანტიკული თავგადასავლების დასაწყისიც შეიძლება გახდეს.

კურო:

თქვენთვის ეს პერიოდი შედარებით რთული და არაფრით ჰარმონიულია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური, ხოლო ფსიქოემოციური გაღიზიანებადობა  მეტად გამოკვეთილი. ამიტომ საუკეთესო არჩევანი საკუთარი თავისთვის მეტი დასვენების უფლების მიცემაა. თუ ეს ვერ ხერხდება, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური, რუტინული საქმეებით და ნუ გადაიღლით თავს, რადგან დაღლილობის ფონზე შეცდომებს იოლად დაუშვებთ.

მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსები საერთოდ არ გაქვთ. შესაძლებლობები გამოჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეტ დროს დაუთმობთ ოჯახს, სიყვარულსა და საყოფაცხოვრებო საკითხებს. შესაძლოა გაგიჩნდეთ ძალიან ორიგინალური იდეები სახლის დიზაინის, რემონტისა თუ ინტერიერის მოწყობის კუთხით. ამასთან, ახლობელი ადამიანების წარმატება თქვენზეც ძალიან დადებითად აისახება. თუმცა, არ არის გამორიცხული საყოფაცხოვრებო პრობლემების წამოჭრაც – მაგალითად, ტექნიკისა თუ ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, რაც დამატებით ფინანსებსა და ენერგიას მოითხოვს. იყავით ამისთვის მზად, ნუ გააფუჭებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და მშვიდად მოაგვარეთ ყველა შეფერხება.

ტყუპები:

თქვენთვის ეს ძალიან კარგი და პროდუქტიული პერიოდია. შრომისუნარიანობა იმატებს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ენერგია დღითიდღე გემატებათ. ხდებით მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური, ხოლო გონებამახვილობა მაღალ დონეზეა. ეს პერიოდი შესანიშნავია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და მგზავრობა-მოგზაურობისთვის.

გეძლევათ შანსი იპოვოთ ახალი საქმიანი თუ შემოქმედებითი პარტნიორები და დაამყაროთ საინტერესო კავშირები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს აზრებს, სურვილებსა და გეგმებს. შეგიძლიათ წარმატებით წარსდგეთ ფართო აუდიტორიის წინაშე, გაუზიაროთ მათ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, რაც გაორმაგებს თქვენს რეიტინგსა და ავტორიტეტს საზოგადოებაში. წინ საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი კვირა გელით.

კირჩხიბი:

თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, რაც იწვევს ფსიქოემოციურ არასტაბილურობასა და გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას. სწრაფად იღლებით და შრომისუნარიანობაც მცირდება. საუკეთესო გამოსავალია მეტი დაისვენოთ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და თავი არ გადატვირთოთ.

ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია კონფლიქტების ალბათობა როგორც ბიზნესპარტნიორებთან, ისე კოლეგებთან. შესაძლოა რომელიმე მათგანმა სცადოს საკუთარი იდეების თავს მოხვევა, განსაკუთრებით საფინანსო საკითხებში. ეს პერიოდი არ არის სასურველი ერთობლივი ფინანსური ოპერაციებისთვის, კაპიტალდაბანდებებისა და მსხვილი საყიდლებისთვის, ჯობია თავი შეიკავოთ. გარდა ამისა, მოსალოდნელია ჯარიმები ან სხვა ფინანსური სირთულეები. ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს და აკონტროლოთ ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური წონასწორობის დაკარგვამ შეიძლება ფარული მტრებისა და მეტოქეების გააქტიურება გამოიწვიოს. მაქსიმალურად აარიდეთ თავი ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს.

ლომი:

თქვენთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, საპირისპირო სიტუაციაა – ენერგოტონუსი ძალიან მაღალია. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით. პერიოდი მეტად დინამიურია და მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობთ.

თქვენში შინაგანი ენერგიების განახლება მიმდინარეობს, რის ფონზეც ძლიერდება ლიდერული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და პასუხისმგებლობის გრძნობა. იღბლიანობაც მატულობს. ხდებით რთული და საინტერესო იდეების გენერატორი, რომელთა რეალიზებასაც წარმატებით დაიწყებთ. გარკვეულ შემთხვევებში, კარგად გააზრებული რისკიც კი გამართლებული იქნება და პროექტებში ჩართულობას გაგიუმჯობესებთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.

ქალწული:

თქვენთვის ერთ-ერთი რთული, დაძაბული და დისჰარმონიული პერიოდი, რადგან ეს არის დაბადების წინა პერიოდი, ნუ გაცივდებით, ნუ გადაიღლებით და ნუ აყვებით უარყოფით ემოციებს, აკონტროლეთ მაქსიმალურად თქვენი ემოცია – ამ დროს საუკეთესო გამოსავალი დასვენებაა.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიმართ შესაძლოა იმატოს კრიტიკამ, რაც ნერვულ სისტემას დაგიძაბავთ. ნუ დაიწყებთ ახალ, რთულ საქმეებს და ნუ ჩამოაყალიბებთ ახალ ურთიერთობებსაც, რადგან ყოველივე ამას მიეცემა უფრო რთული ტენდენციები. შეინახეთ საიდუმლოებები, ეცადეთ ჭარბი ენერგიისგან მშვიდად განთავისუფლდეთ და მართოთ ნეგატიური ტენდენციები. უმჯობესია მოემზადოთ მომავალი პერიოდისთვის, რომელიც ბევრად უფრო პერსპექტიული და წარმატებული იქნება.

სასწორი:

თქვენი ენერგოტონუსი საგრძნობლად უმჯობესდება. ხდებით მეტად აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური, გონებამახვილი და მომხიბვლელი. იმატებს თქვენი ქარიზმა, რის წყალობითაც მარტივად იპოვით პოტენციურ პარტნიორებსა და ახალ მეგობრებს. ექცევით საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გიჩნდებათ ახალი საინტერესო იდეები და გეძლევათ შანსი სცადოთ საკუთარი ძალები სრულიად ახალ სფეროში.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა, გამოჩნდეს უფრო პერსპექტიული ბიზნესი ან სამსახურებრივი შემოთავაზება. დროა რეფორმებისა და სიახლეების დანერგვისთვის, შეგიძლიათ რადიკალურად შეიცვალოთ იმიჯი. განახლდება სოციალური წრე, ხოლო ძველი ურთიერთობები ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავა. იყავით აქტიურ კონტაქტში ინტერნეტთან, რათა არ გამოგრჩეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

მორიელი:

თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა შედარებით არასტაბილურია, ამიტომ ნუ გადაიღლებით, მეტი დაისვენეთ და გამოიძინეთ. ამ პერიოდში იმატებს ეჭვიანობა და უნდობლობა გარშემომყოფთა მიმართ, იოლად იჩენს თავს წყენა, რამაც შესაძლოა კონფლიქტები გამოიწვიოს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება. მომდევნო კვირა ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა ამ კვირაში სიფრთხილე გმართებთ. ეცადეთ არ დაძაბოთ ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. თუ ამ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ, მომდევნო პერიოდი პროფესიულ ზრდასა და კარიერულ დაწინაურებაშიც კი დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი:

ენერგოტონუსი ძალიან მაღალია, ხართ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმისტი, უშიშარი და მებრძოლი. ბევრი რამ გამოგივათ და წარმატებით დაგვირგვინდება. შესანიშნავი პერიოდია საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, სულიერი განვითარების, თვითშემეცნებისა და მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის.

გაქვთ ძლიერი ინტუიცია, რისი წყალობითაც სწორ არჩევანს გააკეთებთ და გადადგამთ სწორ ნაბიჯებს. პერიოდი წარმატებულია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, მგზავრობისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტისთვის. შესაძლოა გაემგზავროთ საზღვარგარეთ, საიდანაც დაბრუნდებით არა მხოლოდ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, არამედ ახალი, პერსპექტიული ნაცნობობითა და პარტნიორობით.

თხის რქა:

თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია. ამ ეტაპზე აუცილებელია გამოიძინოთ და თავი არ გადატვირთოთ. იმატებს ეჭვიანობისა და უნდობლობის ფაქტორი – ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ ყველას თქვენი მოტყუება სურს, რაც ურთიერთობებს დაძაბავს.

ამავდროულად, მოიმატებს დაკვირვებულობა და სიყალბის დანახვის უნარი. მაქსიმალურად გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისას, დეტალურად გაეცანით თითოეულ პუნქტს. აკონტროლეთ ენა და შეინახეთ საიდუმლოებები, რადგან მათმა გამჟღავნებამ შესაძლოა თქვენსავე წინააღმდეგ იმუშაოს. გაიარეთ ეს კვირა ფრთხილად, მომდევნო კვირიდან სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მერწყული:

საკმაოდ აქტიური, დინამიური და პოზიტიური პერიოდია მრავალფეროვანი შანსებით. პარტნიორები არ მოგცემენ ადგილზე გაჩერების საშუალებას, მათთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მათი იდეები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება, რის გამოც იოლად ჩაერთობით ახალ, მომგებიან პროექტებში.

ეს გაგიზრდით ავტორიტეტსა და გავლენას საზოგადოებაში. თავს შესანიშნავად იგრძნობთ როგორც ბიზნეს, ისე მეუღლესთან ურთიერთობაში, მათი მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვის, იმიჯის შეცვლისა და ახალი საზოგადოებრივი თუ შემოქმედებითი კავშირების დასამყარებლად. პარტნიორობის წყალობით შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

თევზები:

პერიოდი მშვიდი ნამდვილად არ არის, მომდევნო კვირა ბევრად უფრო სტაბილური და უკეთესი იქნება. ამ კვირაში მოსალოდნელია გარკვეული უსიამოვნებები სამსახურში, ასევე პერიოდულად იჩენს თავს ოჯახური დაძაბულობაც.

გაფრთხილდით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დაღლილობის ფონზე მოიმატებს შეცდომების დაშვების ან გაციების რისკი. მაქსიმალურად დაისვენეთ და ნუ გააფუჭებთ ურთიერთობას ხელმძღვანელობასთან თუ კოლეგებთან, რადგან ეს სერიოზულად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას. ეცადეთ ეს კვირა გაიაროთ გონივრულად, აკონტროლეთ სიტყვები, ნუ მიეცემით მელანქოლიას და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

გეომაგნიტური დღეები:

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გეომაგნიტურ დღეებს, რადგან ამ დროს იმატებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები, თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და საერთო უგუნებობა. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები ან ყავა.

ამ კვირის გეომაგნიტური დღეებია: 3 აგვისტო (ორშაბათი),  6 აგვისტო (ხუთშაბათი),  7 აგვისტო (პარასკევი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები