LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

170
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ამასთან, წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და საჭიროებისას ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი – იგი დაიწყებს ამოქმედებას ღამის 01:28 წუთიდან და დღის 16:15 საათამდე გასტანს. ამ პერიოდის მსვლელობისას ეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ საჭესთან და ქუჩაში. სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები:

გაუფრთხილდით დღის განმავლობაში ძვირფასეულობას. კარგია ვალების გასტუმრება და ახალი გეგმების დასახვა. ეს დღე ხელს უწყობს კულინარიასა და ფოტოგრაფიას.

დღეს ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, დაეყრდენით რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებსა თუ ილუზიებს. რთული დღეა მეგობრულ ურთიერთობებში საიდუმლოს შენახვის კუთხით, არ გათქვათ თქვენი საიდუმლო, თორემ შეიძლება ამას პრობლემები მოჰყვეს და შემდგომში თქვენს საწინააღმდეგოდაც კი იყოს გამოყენებული. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები აუცილებლად ახდება უახლოესი ოცი დღის განმავლობაში.

დღე მეტად პოზიტიურია სამშენებლო და სამღებრო სამუშაოების ორგანიზებისთვის, ელექტრო, გაზ, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე კონდიციონერის შესაძენად. ხელს უწყობს ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლას, უძრავი ქონებით, ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობას, საიუბილეო საღამოების მოწყობასა და მათში მონაწილეობას.

პარტნიორული ურთიერთობები:

მოიმატებს სიურპრიზების ტენდენცია – სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც კარგი, ისე ცუდი, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყავით.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით ეფექტურია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება და ცურვა. თუმცა, დღეს საგრძნობლად სუსტდება მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფების ზონა და ვენები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. ნუ გადაღლით თვალებს და დიდხანს ფეხზეც ნუ იდგებით, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. საღამოს კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლური სასმელების მიღება.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან რეკომენდებულია საფირონის, აქვამარინის, ცირკონის, ძოწისა და მარგალიტის გამოყენება. ისინი მეტად მოიზიდავენ თქვედამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ხოლო ფერებიდან თქვენს შარმსა და მიზიდულობას გააძლიერებს ნეონისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, მწვანე და იისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითია ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები