LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

212
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. დღევანდელი დღის გეომაგნიტურობას სავსემთვარეობა განაპირობებს, ამიტომ წნევას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და საჭიროებისას ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.

სავსემთვარეობა ნიშნავს მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირებას, რომელიც ხდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე. ეს მოვლენა და მათი დაპირისპირება მეტად განაპირობებს დღის განმავლობაში ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, აგრესიისა და დეპრესიის გამოვლენას ადამიანთა ხასიათში. ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის ცდუნებების წარმოქმნას, შეცდომების დაშვებასა და კონფლიქტებს. ხასიათში გაღვივდება ეგოიზმი, სხვისადმი ზედმეტი პრეტენზიების გამოვლენისადმი მიდრეკილება და გაძლიერდება სიზარმაცე. შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციამაც იჩინოს თავი, ამიტომ, მთლიანობაში, ამ რთული ენერგიების დღის მიმართ იყავით ყურადღებით.

დღის რეკომენდაციები:

დღეს შესაძლებელია თვალში საცემი გახდეს რელიგიურ-იდეოლოგიური დაპირისპირება, ამის ალბათობა მაღალია. ახალ და სარისკო საქმეებსა და მოქმედებებს დღეს მოერიდეთ. ილოცეთ და დალოცეთ ყველა, ეს არის კარგი. არ ვარგა დღეს ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება და გასესხება, ასევე ხორცეული ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელების გამოყენება. აკონტროლეთ მეტად თქვენი ემოციები.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დღეს და ხვალ ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს. ნუ გადაღლით ზედმეტად თვალებსა და თქვენს ნერვულ სისტემას, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. გაითვალისწინეთ, რომ დღეს იუმორს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს, ამიტომ თქვენი იუმორისტული გამოსვლები შეიძლება დღეს და ხვალ ზოგისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. მეგობრულ ურთიერთობებში დღეს საიდუმლო არ შეინახება და არაა გამორიცხული, ეს საიდუმლო თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. დაიმახსოვრეთ დღევანდელი კარგი სიზმრები, რადგან ისინი შემდგომში აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა და ფეხის კუნთები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. გაითვალისწინეთ, დღეს დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ, რადგან სუსტდება ორგანიზმში ვენების სისტემა.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია საფირონის, აქვამარინის, გიშერის, ცირკონისა და ციტრინის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს მიზიდულობას და შარმს საგრძნობლად გააძლიერებს ყვითელი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ლურჯი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული, საყურადღებო და ფრთხილია ეს პერიოდი თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები