LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

574
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება იმპერატორულ ნიშანში, ლომის ზოდიაქოში, რომელიც გაძლევთ აქტიურობას, ენერგიულობას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარსა და ორგანიზატორულ მონაცემებს, ხოლო მთვარე იმყოფება მერწყულის მეტად თავისუფლებისმოყვარე და მეგობრულ ნიშანში. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, დღის განმავლობაში მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღეს ეცადეთ არ იტრაბახოთ, ეს ნეგატიურ ტენდენციებს შექმნის. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზთა გამო არ შესრულდება და არაა გამორიცხული, შემდგომში ამან კონფლიქტებიც გამოიწვიოს. ნერვული სისტემა დღეს განსაკუთრებით უსუსტდებათ ლომისა და მერწყულის ნიშნებს, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ემოციები, სიტყვები, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი და ეცადეთ კონფლიქტებში არ აღმოჩნდეთ.

დღის რეკომენდაციები:

ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, ეს ყველას ეხება, და ზედმეტად ნუ გადაღლით თვალებს. მეგობრულ წრეში საიდუმლო არ შეინახება და არაა გამორიცხული შემდგომ გამოყენებულ იქნას თქვენს საწინააღმდეგოდაც. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონთა, მათ შორის დედათა რჩევებს. არაა სასურველი დღეს ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან. დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

დღე სასიკეთოა სამღებრო-სამშენებლო საქმიანობისათვის, ელექტრო, გაზ, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე კონდიციონერების, გაჯეტების შესაძენად და სწავლისთვის. კარგია საიუბილეო საღამოებისათვის, ტექნიკასთან ურთიერთობისათვის, ხელს უწყობს ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობას. კარგია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. ხელს უწყობს ადგილსამყოფლის, ბინის შეცვლას, გართობას, განცხადებებისა და რეკლამის განთავსებას.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, ვენების ზონა, მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა. მოერიდეთ ამ არეების გადატვირთვას. კარგია ეს დღე სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ცურვისთვის. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული ნაკლებცხიმიან თევზთან ერთად, ეს რადიკალურად აწევს ორგანიზმის იმუნიტეტს. ამასთან, დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, სუსტდება ვენების სისტემა, ამიტომ ჯობია იაროთ, ვიდრე ფეხზე იდგეთ.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია საფირონის, აქვამარინის, ცირკონის, ძოწისა და ლაბრადორის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმს საგრძნობლად გააძლიერებს ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული, საყურადღებო და ფრთხილია ეს პერიოდი ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები