დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დისკომფორტი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.
ამასთანავე, ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 16:34 საათიდან და 23:38 საათამდე გასტანს. ამ მონაკვეთში ზედმეტად დუნდება ადამიანებში ყურადღება, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლების, ისე ქვეითად მოსიარულეების მხრიდან.
დღევანდელ დღეს შეიძლება კარმული პრობლემებისა და ფინანსური სიურპრიზების დღე ვუწოდოთ, ამიტომ მზად იყავით ყველანაირი სიურპრიზისთვის. კარმული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ რას იმსახურებთ, ეს სიურპრიზი შეიძლება იყოს როგორც კარგი, ისე ცუდი. დღეს ძალიან მაღალია ადამიანის ენერგოინფორმაციული აურის დაბინძურების ალბათობა, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხის მასებს და განსაკუთრებით აარიდეთ თავი მატყუარა ადამიანებთან კომუნიკაციას.
დღის რეკომენდაციები:
დღევანდელი დღე საკმაოდ რთული და ნეგატიურია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და საიდუმლო სიყვარულს, რაც შემდგომში შეიძლება სერიოზულ უსიამოვნებებში, კონფლიქტებსა და საქმეების გარჩევაში გადაიზარდოს. მკაცრად მოერიდეთ ტყუილის თქმას, დაპირებების გაცემას, სესხის აღებას ან გაცემას.
დღე სასიკეთოა შემოქმედებითი მუშაობისთვის, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებისთვის, საქველმოქმედო აქციების ჩატარებისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. ხელს უწყობს მგზავრობა-მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტს, ქორწინებას, ნადირობას, თევზაობასა და საჯარო გამოსვლებს. დღევანდელი სიზმრები ახდება, თუმცა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ.
პარტნიორული ურთიერთობები:
დღეს საგრძნობლად მოიმატებს წყენის, აგრესიისა და გაბუთვის ტენდენცია.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, თავის არე, ნერვული და ლიმფური სისტემები. მოერიდეთ ამ ზონების გადატვირთვას. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცეულს, ტკბილ და მჟავე კერძებს.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია მარგალიტის, ალექსანდრიტის, შავი გაგატის (გიშერის), ამეთვისტოსა და მარჯნის გამოყენება. ხოლო ფერებიდან თქვენს შარმსა და პოზიტიურ განწყობას საგრძნობლად გააძლიერებს იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი და წითელი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ლომებისა და სასწორების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.