LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1158
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს წნევის მხრივაც, რადგან წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, false წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის რეკომენდაციები:

დაიცავით კანონები და ენდეთ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, ასე ბევრად უფრო წარმატებულად იმოქმედებთ. გააანალიზეთ საკუთარი მოქმედებები, აღიარეთ შეცდომები და ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან. დღე ერთგვარი კარმული გამოცდაა, ამიტომ პატივი ეცით სხვის თავისუფლებასა და პირად სივრცეს.

მოერიდეთ დღის განმავლობაში კამათს, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებას, ხელშეკრულებების დადებასა და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა). არ არის სასურველი თმის შეჭრა, ასევე ნუ გადაღლით თვალებს. მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმრებსაც, რადგან მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ.

დღე მთლიანობაში პოზიტიურია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან ურთიერთობისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. კარგია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ექსკურსიებისა და ტურისტული ლაშქრობებისთვის. ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა:

სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. ეფექტურია ყელის, ენდოკრინული სისტემის, თირკმლებისა და კანის მკურნალობა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია მინერალებიდან ეფექტურია ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ბრილიანტი. ფერებიდან – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები