LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ თავად იღებდა, დამპირდა, თუ რამე აქვს კონკრეტული დღის, ყველა ვიდეოს და ფოტომასალას დღესვე მომაწვდის“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გავრცელებულ ვიდეოზე

378
ტარიელ კაკაბაძე

12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო ტექსტით: „ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები“. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა“.

„ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა… გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა…“ – 12 წლის წინანდელი ვიდეო და ახალი გარემოება დაკარგული ბიჭის საქმეში: რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ მედიასთან განაცხადა, რომ თავად ესაუბრა ვიდეოს ავტორს, რომელიც უდასტურებს, რომ აღნიშნულ ადგილზე თავად იმყოფებოდა და კადრებიც თავად გადაიღო.

ტარიელ კაკაბაძის თქმითვე, ადვოკატი ყველა მტკიცებულებას შეისწავლის და თუ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს.

„მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია. მე ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს. წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდება ისე, რომ გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, მიდასტურებს, რომ ის თავად იღებდა აღნიშნულ ვიდეოს და თავად დადო თავის YouTube-არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა ვერ იხსენებს ძალიან ბევრ დეტალს. მე, რა თქმა უნდა, მას დავუსვი არაერთი შეკითხვა. ასევე ის მე დამპირდა, რომ თუ რამე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის, კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველა ვიდეოს და ყველა ფოტომასალას ის მე დღესვე მომაწვდის. მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, მე ამის შესახებ საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ეს ადამიანი მეუბნება, რომ ის გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის მეუბნება, რომ საერთოდ არ იცნობს გურამ დადიანიძეს. უფრო მეტიც – როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ვარ ჩართული სწორედ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მე მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ საერთოდ არაფერი მისთვის ცნობილი არ არის, პირველად სწორედ ჩემგან გაიგო“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა, რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა

ვიდეო: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ… მე რომ ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო, მერე რა უნდა მითხრან?“ – „შენი ამბავი თაიასთან“ გვთავაზობს ინტერვიუს დედასთან, რომელიც შვილს 12 წელია ეძებს

„რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ-ახალ „სიურპრიზს“ ვაწყდები… მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმეზე

ცნობისათვის, შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები