LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა, რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა

332
დადიანიძე

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი, ” – აცხადებს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

„რომელ ფოტოშიც იცინოდა, დავცქეროდი და მეც ვიცინოდი. მეგონა, რომ მე მიცინოდა. ბევრჯერ სიკვდილი დავაპირე, მაგრამ ვერ მოვკვდი. თუ ჩემი შვილი ცოცხალი არ არის, ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ასე რომ თუ გური დაღუპულია, მასთან ერთად მეც სიცოცხლის დასრულებას ვაპირებ,“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

ვიდეო: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ… მე რომ ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო, მერე რა უნდა მითხრან?“ – „შენი ამბავი თაიასთან“ გვთავაზობს ინტერვიუს დედასთან, რომელიც შვილს 12 წელია ეძებს

„რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ-ახალ „სიურპრიზს“ ვაწყდები… მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები