12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ და სევდიან პოსტს გვიზიარებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, სასოწარკვეთილი დედა საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
„თუ გურიკა ცუდადაა, ან კომაშია გთხოვთ და გემუდარებით მიმიყვანეთ მასთან. ჩემი ერთი სიტყვა გურისთვის თვალის გახელაა. გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ, გემუდარებით, გული არ გაქვთ. ნუ ტანჯავთ იქით. გურის და აქეთ მე“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
