LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

1296
გურამ დადიანიძე

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, საქმის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს და ინფლუენსერ ელენიკო რუხაძეს ესაუბრა.

ვიდეოს ელენიკო სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

მოწმის განცხადებით, ლომისაზე ასვლა სპონტანურად არ მომხდარა და 3-4 კვირით ადრე იგეგმებოდა.

„ეს მოწ­მე იმ ღა­მეს მლე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა მოწ­მე­ებ­თან ერ­თად. გვი­თხრა, რომ მლე­თა­ზე ას­ვლა იყო რამ­დე­ნი­მე კვი­რით და­გეგ­მი­ლი, რაც გა­მო­რი­ცხავს ანი გე­ლაშ­ვი­ლის ნათ­ქვამს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე. ეს არის სიც­რუე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ამ მოწ­მეს გუ­რი­კა სა­ერ­თოდ არ უნა­ხავს და მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ი­გო გამ­თე­ნი­ი­სას. რამ­დენ­ჯერ­მე ავე­დი მო­სა­ძებ­ნა­დო, და შემ­დეგ კვი­რებ­შიც ვი­ყა­ვი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლიო. აქ არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა, სა­ერ­თოდ ვინ­მე არ­სე­ბობს ვი­საც ლო­მი­სა­ზე გუ­რი­კა ნა­ნა­ხი ჰყავს? სა­ერ­თოდ გუ­რი­კა იყო თუ არა იმ დღეს გუ­რი­კა ლო­მი­სა­ზე ასუ­ლი? კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ გუ­რი­კას მა­მი­და მუ­შა­ობ­და კლი­ნი­კა­ში, ის ახლა წა­მო­სუ­ლა კლი­ნი­კი­დან. რა იყო მი­ზე­ზი სა­ინ­ტე­რე­სოა“ – ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ელე­ნე რუ­ხა­ძე.

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები