LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეცდომა თუ მიზანმიმართულად შექმნილი მცდარი წარმოდგენა?“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

1482
მარიამ კუბლაშვილი

შეცდომა თუ მიზანმიმართულად შექმნილი მცდარი წარმოდგენა? – ამ აღწერით აქვეყნებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მორიგ ვიდეოს, რომელიც ნატა ვიბლიანის საქმეს ეხება.

მარიამის სტატუსს, რომელიც ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს, უცვლელად გთავაზობთ.

„ნატა ვიბლიანის ასაკთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა, თავად ნატა ვიბლიანის მიერ.

მიუხედავად ამისა, ეთერში ზუსტი თარიღების სრულად გადამოწმების გარეშე გაჩნდა ბრალდება, თითქოს მარიამ კუბლაშვილმა გამოთვლაში შეცდომა დაუშვა.

ფაქტები კი შემდეგია:

თავად ნატა ვიბლიანი ამბობს – „43-ს გამოაკელით გოგონას ასაკი.“

გოგონა დაბადებულია 2000 წლის 23 სექტემბერს და დღეს 25 წლისაა.

43 – 25 = 18

ვიდეოში ნახავთ, რას ეფუძნებოდა გამოთვლა და რატომ ვერ შეცვლის ფაქტებს დეზინფორმაციული სათაურები და კონტექსტიდან ამოღებული კადრები.

ახალი ფაქტები და მოწმეები – მალე“, – წერს მარიამ კუბლაშვილი ვიდეომიმართვის აღწერაში.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­წყე­ბუ­ლი. ნატა ვიბ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ 90-იან წლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და თა­ნა­სოფ­ლე­ლი, სრულ­წლო­ვა­ნი კაცი. ამ კა­ცის გარ­და, ნატა ვიბ­ლი­ა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალს კი­დევ სამ თა­ნა­სოფ­ლელს სდებს

„მე გეუბნებით, რომ ის იყო სრულწლოვანი როცა ბავშვი გააჩინა… არ გაუუპატიურებია, არ უძალადია და მსგავსი რამ არ მომხდარა…“ – რას ამბობს ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები