თამუნა მუსერიძის გადაცემა „ვეძებ“ ამჯერად ნატა ვიბლიანის საქმეზე, ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებსის დამცველ, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ახალი ეპიზოდი ეთერში კვირას 21:00 გავა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: გაუპატიურებას ან სექსუალურ კავშირს ნატა ვიბლიანთან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს თუ არა, ადვოკატმა უპასუხა:
„არ გაუუპატიურებია, არ უძალადია და მსგავსი რამ არ მომხდარა…“
კითხვზე, რომც არ ეძალადა, ხომ არასრულწლოვანთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, კუბლაშვილი ამბობს, რომ ასაკი დაუდგენელია.
კუბლაშვილი გადაცემის ანონსში ამბობს:
„სექსუალურ დანაშაულებს ვერ ეყოლებათ მოწმეები…
საქმის მსალები ვერ მექნება ნანახი…
მე გეუბნებით, რომ ის იყო სრულწლოვანი, როდესაც ბავშვი გააჩინა…“ – ამბობს კუბლაშვილი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
