პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამისი ინფორმაცია ნატა ვიბლიანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად“, – დაწერა „ფეისბუქზე“ ტარიელ კაკაბაძემ.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად“ – ტარიელ კაკაბაძე
ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას ნატა ვიბლიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. ვიბლიანი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ნატა ვიბლიანმა მიმართვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქალების, ადვოკატების, გამომძიებლის, ემიგრანტებისა და ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის წვლილს ამ საქმეში.
„ვიტირე, ვიბღავლე, დავმშვიდდი, ყველაფერი ვქენი და ბედნიერებისგან სად წავიდე არ ვიცი, უღრმესი მადლობა ხალხო, 4 თვის განმავლობაში არ მოგბეზრდათ და ყოველ დღე ჩემ დაცვაში ხართ, მე არ ველოდი საზოგადოებისგან ამხელა სიყვარულს, ეს არის ჩემთვის სამოთხე. ისეთი ბედნიერი ვარ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დღეს არავინ არ არის დედამიწაზე… ახლა უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, მანამდე არ მინდოდა, მაგრამ ახლა მინდა გავიგო სასამართლო დარბაზში, რომ გოჩას ოჯახს ცუდად მოექცნენ და ამას მივაღწევ. უღრმესი მადლობა ტარიელ კაკაბაძეს, რომელმაც 35 წლის წინანდელ საქმეს მოკიდა ხელი და დღეს მე დაზარალებულად მისი წყალობით მცნეს“, – ამბობს ნატა ვიბლიანი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
