LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ იმ კაცების სხვა მსხვერპლებიც, რომლებმაც ნატა ვიბლიანზე იძალადეს. ამ ქალბატონებს ჯერ არ შესწევთ ძალა, რომ საჯაროდ გამოჩნდნენ“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონაძე

603
მარიამ ბარსონაძე ნატა ვიბლიანი

„რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ იმ კაცების სხვა მსხვერპლებიც, რომლებმაც ნატა ვიბლიანზე იძალადეს. ამ ქალბატონებს ჯერ არ შესწევთ ძალა, რომ საჯაროდ გამოჩნდნენ“ – ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონაძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.

„ნატასაც არაერთი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, არაერთ ქალბატონზე აქვს ნათქვამი ნატა ვიბლიანს ის უტყუარი დეტალები, რაც კონკრეტულად ამ პირების მიერ არის ჩადენილი სხვა ქალბატონებთან მიმართებაში“, – აცხადებს მარიამ ბარსონაძე.

ვიდეო: „ნატა ვიბლიანის თქმით, სანამ ჩემი შვილი არ დაოჯახდა, მანამდე თავს ვიკავებდი ლაპარაკისგანო. როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია, მას შემდეგ ავლაპარაკდიო“ – მარიამ ბარსონაძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი

„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად“ – ტარიელ კაკაბაძე

„ქალბატონო, შენი ცხოვრება ტალახმოსხმული დადიხართ, აუცილებლად გამოვიყენებ რა ინფორმაციაც მაქვს“… – რა განცხადებას ავრცელებს ნატა ვიბლიანი და როგორ პასუხობს მას მარიამ კუბლაშვილი

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი… „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩამოიწმინდე“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია…“ – რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

„ერთი დღეც არ დამიმალავს…“ – რას ამბობს ნატა ვიბლიანი 50 000 ევროს ჩანაწერთან დაკავშირებით და რას პასუხობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

ცნობისათვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.

23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

„შეცდომა თუ მიზანმიმართულად შექმნილი მცდარი წარმოდგენა?“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები