ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით თამუნა მუსერიძის გადაცემაში „ვეძებ“ საუბრობს.
მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა თქვენთვის განსხვავება, გაუპატიურებული ქალი 14 წლის ასაკში არის ორსულად თუ 17 წლის ასაკში, ადვოკატმა უპასუხა:
„არანაირი განსხვავება არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი, შემდგომ თქვა, რომ ერთ ეპიზოდს ჰქონდა ადგილიო, შემდგომ კი სისტემატურად ძალადობდნენო, შემდეგ კი გამოძიებას რომ დასჭირდა, იმიტომ რომ კვალიფიკაცია ვერ მიენიჭებოდა აღნიშნული დანაშაულები იყო ხანდაზმული, წავიდა და ისაუბრა გამაუპატიურაო. თქვენ რომ მკითხეთ ასეთი საინტერესო კითხვა და მადლობა, რომ ასე ობიექტურად ორივე მხარეს არ მოეშვებით, ვიდრე პასუხს არ მიიღებთ, ჰკითხეთ გაგაუპატიურათო და პასუხი რა დაგიბრუნათ – დაამტკიცოს თავადო, არ ხდება ასეთი რამე. გაგიგიათ? ასეთი, ძალიან ბინძური ვერსია არის, „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩემოიწმინდე“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია…“ – ამბობს კუბლაშვილი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
